რუსთავში საპატრულო პოლიციამ საკუთარი კოლეგა დააჯარიმა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ქუთაისის ქუჩაზე მოხდა რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახნენ.
"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ავტომობილები, მომხდარის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, დაჯარიმდა საპატრულო ეკიპაჟის მძღოლი."