რუსთავის მასშტაბით სკვერებსა და გაზონებზე სხვადასხვა სახეობის დეკორატიულ ყვავილსა და მცენარეს შეხვდებით. მცენარეებს "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები სასათბურე მეურნეობასა და რუსთავის ტყეში არსებულ სანერგეში უვლიან.
სანერგეში ამჟამად 50-ზე მეტი სახეობის 10 000-ზე მეტი ძირი მცენარე ხარობს. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს საყვავილესა და სანერგე ტერიტორიიდან.
ავტორი: ირმა კურტანიძე