სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, რუსთავში სოციალური საცხოვრისი შენდება.
ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტის მიხედვით, კაპიტალურად შეკეთდება შენობა რომელიც XI მიკრორაიონში ათეული წელია უფუნქციოდ იყო დარჩენილი.
ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, რუსთავის მერია საცოხვრისში 52 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს შეასახლებს.
ცნობილია,რომ კორპუსის მშენებლობაზე 824 439 ლარს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო დახარჯავს.
ობიქტზე სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.