ასეთი მდგომარეობაა მესხიშვილის ქუჩაზე

2018-05-06 14:43:48

რუბრიკა "შენი ხმა"

მესხიშვილის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა "ინფო რუსთავს" წერილის სახით მიმართა და ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია გააცნო.
მესხიშვილის ქუჩის 11 ნომრის მიმდებარე ტერიტორია უკვე 2 კვირაა მოუწესრიგებელია, სკვერი ნაგვით არის სავსე, ხოლო სანაგვე ურნებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან არავინ ასუფთავებს. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
"ასეთი მდგომარეობაა მესხიშვილის ქუჩაზე ორი კვირაა. იქნებ დაგვეხმაროთ"- ამბობს მესხიშვილის ქუჩის ერთერთი მცხოვრები.