რუსთავის ცენტრალურ პარკში დამსვენებლებმა გველი ნახეს. ფოტო გვერდის მკითხველმა მოგვაწოდა რომელმაც აღნიშნა რომ ქვეწარმავალი ტბასთან ახლოს შენიშნეს და დამსვენებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდეს. ჩვენთვის უცნობია არის თუ არა გველის ეს სახეობა შხამიანი. რაც შეეხება პარკში არსებულ ბალახს, რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა სათიბი სამუშაოები 2 კვირის წინ დაიწყეს თუმცა პარკის ფართობიდან გამომდინარე სრული ტერიტორია ჯერ გათიბული არ არის.