რამდენიმე უბანს ელ.ენერგია შეეზღუდა

2018-05-06 10:56:04

რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდა. კომპანია "ენერგო პრო"-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მოხდა ავარიული გათიშვა. მწყობრიდან გამოვიდა მე-17 ფიდერი, რის გამოც ელ. ენერგია შეეზღუდა რამდენიმე ქუჩას. ადგილზე გასულია სამუშაო ჯგუფი. აბონენტებს ელექტრომომარაგება 12 საათისთვის აღუდგება."