90-იანი წლების არქიტექტურა [photo]

2018-05-05 23:46:12

90-იანი წლების არქიტექტურა რუსთავში. მაშინ როდესაც ქვეყანაში არეულობა იყო და ქალაქის "იერსახე შეიძლება ითქვას არ კონტროლდებოდა", საცხოვრებელ კორპუსებთან უამრავი მიშენება გაჩნდა. მიშენებები ზოგ შემთხვევაში კანონიერი იყო, ანუ ქალაქის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმებული, ზოგ შემთხვევაშიც მიშენება თვითნებურად ხდებოდა. ამ კუთხით იყო თუ არა ქალაქში კორუპცია, გადაჭრით საუბარი რთულია, ჩვენ ამ თემაზე გამოძიება არ გვიწარმოებია.

აღსანიშნავია რომ ხშირ შემთხვევაში რუსთავის საცხოვრებელ კორპუსებთან მიშენებები ბინის პირვანდელ ფართს აღემატება. აღნიშნული "არქიტექტურა" განსაკუთრებით თვალშისაცემია დაბალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში.

ჩვენ გთავაზობთ კვირის ტრადიციულ "ფოტორეპორტაჟს", რა თქმა უნდა ყველა მიშენება ჩვენ ობიექტივში ვერ მოხვდებოდა, თუმცა ზოგად სურათს ეს ფოტოები ნამდვილად ქმნიან. ფეისბუქ გვერდზე, კომენტარებში შეგიძლიათ ატვირთოთ ის ფოტოები თუ რა ხდება თქვენ უბანში ამ კუთხით.

p.s. ფოტოები შერჩეულია შემთხვევითობის პრინციპით.