ა.ა.ი.პ "ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" ორგანიზებით, სტრუქტურული ერთეულების მიერ დაკომპლექტებულ გუნდებს შორის (რომლებმაც უკვე მოიგეს შიდა ტურნირები) მინი ფეხბურთში მერიის თასის გათამაშება დაიწყო.
ჩემპიონატში მონაწილეობას ათივე მუნიციპალიტეტის 2005-2007 წლებში დაბადებული ვაჟები მიიღებენ. თამაშები პირველ ივნისამდე გასტანს. გამოვლინდება გამარჯვებული მუნიციპალტეტის გუნდი რომელიც დაჯილდოვდება სიგელებით, მედლებით და თასით.
ჩემპიონატი მიზნად ისახავს საქართველოში ფეხბურთის შემდგომ განვითარებას, პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.