ომარ გუგეშაშვილის სახელობის ტურნირი

2018-05-05 18:13:29

რუსთავმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში  საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის,  ომარ გუგეშაშვილის სახელობის რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლა.

შეჯიბრი 2007-2009 წლებში დაბადებულ  ჭაბუკებს შორის 11 წონით კატეგორიაში გაიმართა. ტურნირში მთელი საქართველოს მასშტაბით 150-მდე სპორტსმენმა იასპარეზა .წონითი კატეგორიების მიხედვით საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებით, თასებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. გამოვლინდნენ ასევე პერსპექტიული სპორტსმენები. აღნიშნულ ასაკში დაკომპლექტდება ქვემო ქართლის ნაკრები გუნდი.
შეჯიბრი ააიპ "ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი"-ს და ქვემო ქართლის ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.