თანხის მიღების ერთერთ საშუალებას ლომბარდი წარმოადგენს. "ინფო რუსთავი" შეეცადა გაერკვია რას ალომბრდებენ ყველაზე ხშირად რუსთაველები.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავში არსებულ ლომბარდებში განუცხადეს, მომხმარებლები ძირითადად თანხას ძვირფასეულობის სანაცვლოდ იღებენ, მას მოსდევს მობილური ტელეფონები და ლეპტოპები.
მოსახლეობის ნაწილი ალომბარდებს საყოფაცხოვრებო ტექნიკასაც, მათ შორის სარეცხ მანქანებსა და მაცივრებს. ასევე ბოლო პერიოდში გახშირდა ავტომობილების ლომბარდში "ჩადებაც".
რუსთავში დაახლოებით 30 ლომბარდი ფუნქციონირებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით კი 2017 წლის ბოლოსთვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 875 მოქმედი ორგანიზაცია (ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდა) დაფიქსირდა.