რუსთავში VIII მიკრორაიონის მოსახლეობის ნაწილი სტადიონის ტერიტორიაზე ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს და აცხადებენ, რომ მშენებლობის გამო რეკრეაციული ზონა ნადგურდება. ნახეთ ვიდეო.
მშენებლობა VIII მიკრორაიონში იმ ლოკაციაზე იწყება სადაც ათეული წლის წინ საბავშვო სპორტული მოედანი იყო. მიმდებარე კორპუსის მაცხოვრებლების ნაწილი მოითხოვს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ისევ საბავშო მოედანი გაკეთდეს. როგორც ინფო რუსთავს სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა მამუკა ხავთასმა განუცხადა, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კონკრეტულად კი VIII მიკრორაიონში არსებული მიწა 2017 წელს კერძო მესაკუთრისგან შეიძინა და ახლა ტერიტორიაზე 12 სართულიანი ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავს. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო რომელიც ერთ წელში დასრულდება. მისივე განმარტებით სამშენებლო კომპანია კეთილ ნებას იჩენს და მიმდებარე ტერიტორიაზე ახალ სპორტულ მოედანს მოაწყობს.