გამოფენა რუსთავის მუზეუმში

2018-05-04 21:49:21

რუსთავის მუზეუმში "არტოფარეხის" ბავშვების ნახატების გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე 7-დან 13 წლამდე ბავშვების 70-მდე ნახატი იყო გამოფენილი. ნახატებში ძირითადად პატარების თავისუფალ აზროვნებაზე გაკეთდა აქცენტი, რა სურთ ბავშვებს, მოზარდებს, როგორია მათი თვალით დანახული სამყარო და რა ამბიცია ამოძრავებთ მათ.

გამოფენა მუზეუმში 4 მაისს გაიხსნა და ის 2 დღის განმავლობაში გარგძელდება.