რუსთავში, მაგთის სერვისები, ინტერნეტი და ტელევიზია აბონენტების დიდ ნაწილს გაეთიშა.
"ინფო რუსთავს" კომოანიაში განუცხადეს რომ - "მოხდა ავარიული გათიშვა, არის დაზიანება სადაც სამუშაო ჯგუფი უკვე გასულია, ამ დროისთვის მიმდინარეობს ავარიის მიზეზების დადგენა, რის შემდეგაც მოხდება აბონენტებისთვის სერვისის მიწოდება." კონკრეტული დრო თუ როდის აღუდგება მაგთის მომხმარებელს ინტერნეტი და ტელევიზია უცნობია.