Check in Georgia-ს ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის საქართველოს სიმფონიეტას კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას რუსთავის ხელოვნების სკოლაში საკონცერტო დარბაზმა უმასპინძლა. კონცერტს მეუფე იოანე და ქალაქის თვითმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ორკესტრის გარდა კონცერტში რ. ლაღიძის სახელობის N3 სამუსიკო სკოლის მოსწავლები იღებდნენ მონაწილეობას. ადგილზე შესრულდა ბახის, ტელემანის, რიდინგის, რიდეს და არმსრტონგის ნაწარმოებები.