კომპანია "რუსთავის წყალმა" ქ. რუსთავში, მარჯვენა სანაპიროს წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობისთვის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანიამ ლეონიძის ქუჩაზე, წყალსადენის მაგისტრალური ქსელის 1 კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად განაახლა და სისტემის სტაბილურობისთვის, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი 14 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა. სარეაბილიტაციო პროექტის ჯამური ინვესტიცია 350 000 ლარია.
კომპანია "რუსთავის წყალი" ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების ბოლო ეტაპს ხვალ, 4 მაისს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება.
აღნიშნული სამუშაების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 4 მაისს, საღამოს 21:00 საათიდან, 5 მაისის, დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ქ.რუსთავში, ლეონიძის ქუჩას N12-დან 36-ის ჩათვლით.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით. კომპანია "რუსთავის წყალი" დიკომფორტისთვის ბოდიშს უხდის აბონენტებს და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს.