საგაზაფხულო გამოფენა ღია ცის ქვეშ.
მხატვართა ნახატების გამოფენა, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ მოეწყო. გამოფენაში მხატვართა გაერთიანება "გამას" წევრები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც სხვადასხვა ჟანრში შესრულებული 60-მდე ნამუშევარი გამოფენეს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფერწერაში და გრაფიკაში შესრულებული, ასევე სკულპტრული და თექით შექმნილი ნამუშევრები. ღია ცის ქვეშ მოწყობილი გამოფენა მუსიკალურადაც იყო გაფორმებული. დამთვალიერებლებს შორის იყვნენ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და პარლამენტის წევრი გიორგი ბეგაძე.