რუსთავის მოსახლეობის ნაწილს ელ.ენერგია არ მიეწოდება

2018-05-03 15:47:10

რუსთავის უბნების გარკვეულ ნაწილს ელ.ენერგია არ მიეწოდება. მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ ელ.ენერგიის მიწოდება 16:00 საათისთვის მოხდება.

როგორც კომპანიაში ინფო რუსთავს განუცხადეს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხო  #16,#17,#18,#19,#20 და #21-ე მიკრორაიონებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებისთვის ელექტრომომარაგების აღდგენა  16:00 საათზე იგეგმება.