მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები 20 მაისს დაიწყება.
ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
2017-2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის:
- 20 მაისი - ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული როგორც მეორე ენა, გეოგრაფია;
- 21 მაისი - უცხოური ენები, ბიოლოგია;
- 22 მაისი - ისტორია, ფიზიკა;
- 23 მაისი - მათემატიკა, ფიზიკა;
- 24 მაისი - ქიმია.