საცობი რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე

2018-05-03 10:00:38

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე საავტომობილო საცობია. არსებული ინფორმაციით ჩქაროსნული მაგისტრალის რუსთავის მონაკვეთზე ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ, მძღოლებს და მგზავრებს საცობში დაახლოებით 20-30 წუთი უწევთ ყოფნა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია რომელიც საავტომობილო მიმოსვლას არეგულირებს. ავტობანზე შეზღუდული მოძრაობის მიზეზი მაგისტრალის მშენებლობაა, რის გამოც გზა შევიწროებულია და ავტომობილებს უჭირთ აღნიშნული მონაკვეთის გავლა.