გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხამოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 3 მაისი +27°C, 4 მაისი +28°C, 5 მაისი +26°C, 6 მაისი +24°C.