"სპორტი ბარიერების გარეშე" [PHOTO]

2018-05-02 15:43:07

რუსთავის ცენტრალურ პარკში პროექტის "სპორტი ბარიერების გარეშე" ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონალური ტურნირი სპრინტასა და მინი ფეხბურთში ჩატარდა.
შეჯიბრებაში 14-დან 16 წლამდე მოზარდები მონაწილეობდენ.

სპრინტში გამარჯვებული გოგონათა შორის თეთრიწყაროს წარმომადგენელი მედეა წერედიანი გახდა, ბიჭებში კი პირველი ადგილი დმანისელმა გიორგი ექიზაშვილმა დაიკავა.

ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე ესწრებოდნენ. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის გიგა გაბელაიას ინფორმაციით, გამარჯვებული მონაწილეები ანაკლიის მომავლის ბანაკში გაემგზავრებიან.

სპორტული აქტივობების დასასრულს მოზარდები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობიების მხარდაჭერით მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.

ავტორი: ირმა კურტანიძე