ახალი ბოძკინტები რუსთავში.
რუსთავში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ ბოძკინტები დაამონტაჟეს. შესაბამისად თბილისის ქუჩიდან მოძრავი ავტომანქანები მარცხნივ შეხვევას ვეღარ შეძლებენ, ამიტომ მძღოლებს გარკვეული მონაკვეთის გავლა მოუწევთ რომ მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე მოხვდნენ. ე.წ ბოძკინტები რუსთავში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაამონტაჟა.