მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-05-02 10:39:45

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 – 3 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება. 2 მაისს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხამოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 2 მაისი +26°C, 3 მაისი +28°C, 4 მაისი +29°C, 5 მაისი +27°C.