რუსთავის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს - "ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 მაისს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ელ.ენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება 8 586 აბონენტს რუსთავში.
შეზღუდვა შეეხება: მარის არხის დასახლებას, მშენებელთა ქუჩას,ტაბიძის ქუჩას, გაგარინის ქუჩას,შეზღუდვა შეეხება ასევე პუშკინი ქუჩას, ე.წ. სტამბულის ბაზარს, ქუჩიშვილის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.