ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლა და მანქანის პარკირება 3 ლარი დაგიჯდებათ.
ცვლილება დღეიდან,1 მაისიდან ამოქმედდა.
ავტომანქანის მფლობელებს სიახლის შესახებ ადმინისტრაციამ ერთი თვით ადრე აცნობა. შესაბამისი ინფორმაცია ბაზრობის შესასვლელთან იყო განთავსებული.
ლილოს ბაზრობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია საქართველოში. ბაზრობის ავტოსადგომზე დღის განმავლობაში რამდენიმე ათასი ავტომანქანა შედის.