"დაეჯახა პატარა ბიჭი, სისხლი სდიოდა და ტიროდა"

2018-05-01 21:51:38

რუბრიკა "შენი ხმა", დავით აბრამიძეს წერილი "ინფო რუსთავს" - "გამარჯობათ, ძალიან დიდი თხოვნა მექნება თქვენთან. დღეს პირველად გავედი რუსთავის პარკში სავარჯიშოდ, ამიყოლიეს და სავარჯიშო ადგილას რომ მივედით სადაც ტურნიკები არის გაკეთებული დიდი ამბავი იყო. როგორც გავიგეთ პატარა ბავშვები დაჭერობანას თამაშობდნენ და რკინის ბოძს თავით დაეჯახა პატარა ბიჭი, თავი გაუსკდა, სისხლი სდიოდა და ტიროდა. ტურნიკებზე განათება არ არის, თუ შეიძლება რომ რუსთავის პარკში ტურნიკებზე განათებაზე რამე თქვათ, მეც მიჭირს ისეთ სიბნელეში იქ ვარჯიში. დიდი თხოვნით მოგმართავთ."

საკითხთან დაკავშირებით ააიპ "რუსთავისსერვის ცენტრი"-ს ხელმძღვანელს, გიორგი გოროზიას დავუკავშირდით, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა რომ - "მე პირადად ვარჯიშობ ცენტრალურ პარკში. აღნიშნული პრობლემა ჩემთვის ცნობილია, ამიტომ ვეცდები უახლოეს პერიოდში განათება აუცილებლად დავამონტაჟოთ."