რუსთავის საკალათბურთო დარბაზში, რუსთავის "რუსთავი" თბილისის "ოლიპმს დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი ნახევარი შედარებით დაძაბული აღმოჩნდა. პირველი და მეორე მეოთხედი მცირე სხვაობით დასრულდა, მესამე და მეოთხე მეოთხედში რუსთაველებმა ტემპს მოუმატეს და "ოლიმპი" 17 ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 79:62 დაამარცხეს.
შეხვედრაში გამორჩეული იყო რევაზ ჩაჩანიძე, მან გუნდს 24 ქულა მოუტანა.