ვინ არიან კრწანისში აფეთქებული პირები

2018-04-29 21:12:35

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენიტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს სასროლეთის ტერიტორიაზე 2 პირი აფეთქდა. თავდაპირველად იყო ინფორმაცია რომ დაშავებულები პოლიციელები იყვნენ, თუმცა მოგვიანები "ინფო რუსთავმა" დამატებითი ინფორმაცია მოიპოვა და გაარკვია რომ, შსს-ს სასროლეთის ტერიტორიაზე ახლომდებარე სოფლიდან ორმა პირმა შეაღწია. არსებული ინფორმაციით მოქალაქეები 30 წლის ი.გ. და 25 წლის ი.მ. ტერიტორიაზე სოკოს საკრეფად იყვნენ შესულები რა დროსაც მათ უცხო ნივთი შენიშნეს, მისი ხელში აღების დროს კი ნივთი აფეთქდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებულების გადაყვანა ორთაჭალაში, "ნიუ ჰოსპიტალში" მოახერხა, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შსს-ში აცხადებენ რომ - "აღნიშნულ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა წვრთნა, ამკრძალავი ნიშნების მიუხედავად რომ ტერიტორიაზე შესვლა არ შეიძლება, ეს ორი მოქალაქე მაინც აღმოჩნდა ტერიტორიაზე. ამჟამად მომხდარზე გამოძიება 118 მუხლით მიმდინარეობს რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს."