სამუშაოებს თვითმმართველობა ახორციელებს

2018-04-29 12:52:05

ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით რუსთავში უკანონოდ განთავსებული უსახური კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარებს.

სამუშაოები დღეს მეგობრობის მე-2 გასასვლელში  მერიის ზედამხედველობისა და რუსთავსერვის ცენტრის წარმომადგენლების ჩართულობით განხორციელდა.

დღესვე აღნიშნულ ტერიტორიაზე დასუფთავების აქციაც გაიმართება, რომელშიც მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები მიიღებენ.

პროცესს ადგილზე გაეცნო რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რომელმაც დემონტაჟის სამუშაოებში პირადად მიიღო მონაწილეობა. ნახეთ ვიდეო