რუსთავის თეატრმა სოხუმის თეატრს უმასპინძლა. ხანოხლე ვინის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ ერთმოქმედებიან სპექტაკლს, "იაკიში და პუპჩე" რეჟისორმა დავით საყვარელიძემ წარმოადგინა.
სპექტაკლის დროს მცირე უხერხულობა შეიქმნა. მიმდინარეობდა სცენა რა დროსაც მსახიობს პიესის მიხედვით 2 ვედრო წყალი დაასხეს, სწორედ ამ მომენტში დარბაზში შუქი ჩაქრა და თითქმის მთლიანად დასველებული გოგონა სიბნელეში დარჩა. სცენაზე პარტერიდან მოულოდნელად ერთერთი მამაკაცი ავიდა და მსახიობს საკუთარი პიჯაკი ჩააცვა. მაყურებელი ფაქტს ტაშით და ხმამაღალი ემოციებით შეხვდა. ნახეთ ვიდეო.