რუსთავის მარცხენა სანაპიროს მოსახლეობის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
როგორც ინფო რუსთავს "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, ელ.ენერგიის მიწოდება მარცხენა სანაპიროს აბონენტებისთვის დაახლოებით 20 წუთში მოხდება.
რუსთავში ელ.ენერგია ავარიულად გაითიშა კოსტავას გამზირზე, ფიროსმანის ქუჩაზე და კიდევ რამდენიმე უბანში.