ძაღლების ეროვნული გამოფენა რუსთავში [PHOTO/VIDEO]

2018-04-28 13:46:11

რუსთავის ფოლადის სპორტულ დარბაზში ძაღლების ეროვნული გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაში 176 ძაღლი სხვადასხვა კატეგორიაში მონაწილეობდა. მათ შორის გამოფენაზე წარმოდგენილი იყვნენ ავსტრალიური ნაგაზები, ინგლისური ბულდოგი, ბიგლი და სხვა ჯიშის ძაღლები.

ეროვნული გამოფენა 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. სხვადასხვა ჯგუფში გამარჯვებულ ცხოველებს კი თასები გადაეცემათ.

ღონისძიება საქართველოს კინოლოგიური ფედერაციისა და რუსთავის ძაღლების მოყვარულთა კლუბის ორგანიზებით იმართება. ნახეთ ვიდეო.