დასუფთავების აქცია [photo]

2018-04-28 12:00:41

დასუფთავების აქცია რუსთავში.

ღონისძიების ფარგლებში მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა ფალიაშვილის და თოდრიას ქუჩების ტერიტორია დაასუფთავეს. აქციის მონაწილეებმა,რომელშიც მოხალისეებიც იყვნენ ჩართულები, ახალგაზრდობის პარკიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს და ხეები კირით დაამუშავეს.

ღონისძიების მიზანია, ბუნების ნარჩენების გარეშე შენარჩუნება და  ამ მიმართულებით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების აქცია ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ყოველ შაბათ-კვირას იმართება და მას ორგანიზებას ადგილობრივი თვითმმართველობა უწევს.