ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2018-04-28 11:18:00

რუსთავში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა რუსთავი-თბილისის ავტობანზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევაში ორი ავტომანქანა ფიგურირებდა "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი. როგორც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი აცხადებს, ის მარცხნივ ახორციელებდა მოხვევას რა დროსაც მიკროავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. როგორც ინფო რუსთავს კლინიკაში განუცხადეს, დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მიკროავტობუსში, რომელიც ბოლნისიდან რუსთავის მიმართულებით მოძრაობდა 15 ბავშვი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არცერთი მათგანი არ დაშავებულა. ნახეთ ვიდეო

ავარიის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.