“Food Garden”-ი რუსთავში გაიხსნა [photo]

2018-04-27 21:09:13

“Food Garden”- პრემიუმ კლასის ტიპის სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან სამზარეულოს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა სახის ბურგერები, სალათები, მენიუში წარმოდგენილია ასევე ბელგიური ვაფლი, ფრანგული კრეპები, რამდენიმე უგემრიელესი ნაყინი. გარდა ამისა „Food Garden” მომხმარებელს სთავაზობს იულიუს მაინლის ცხელ და ცივ ყავებს, ცხელ შოკოლადს და კოქტეილების მრავალფეროვან არჩევანს. პრემიუმ კლასის სწრაფი კვების ობიექტი კლიენტებს სპეციალურ მენიუს შესთავაზებს, რომლის საშუალებით შედარებით ნაკლებ ფასად შეეძლებენ კერძების დაგემოვნებას. ობიექტის ქვედა სართულზე მოწყობილია სპეციალური სათამაშო ზონა, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია playstation-ის, Xbox-ის და სხვა სათამაშო აპარატების დახმარებით გადაინაცვლოს ვირტუალურ სამყაროში. სწრაფი კვების ობიექტის გახსნას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ ქალაქის ყოფილი და ამჟამინდელი მერი.

”Food Garden” მომხმარებლებს ყოველდღე დილის 10:00 საათიდან 23:00 საათამდე უმასპინძლებს, მისამართი კოსტავას გამზირი #19.