რუსთავში კოსტავას #18 ბინის ეზოში უახლოეს პერიოდში ბავშვთა სათამაშო მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება.
გასულ წელს დაწებული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც კოსტავაზე სპორტული მოედნის მოწყობას ითვალისწინებდა, წელს, რამდენიმე დღეში დასრულდება.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ შესრულდა. სამშენებლო კომპანიის მიმართ კი მერიამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა.
სპორტული მოედანი, ფეხბურთისა და კალათბურთისთვისაა განკუთვნილი. რუთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, წელს ქალაქის მასშტაბით, 8 ბავშვთა სათამაშო მოედანი გაკეთდება. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან უკვე გაფორმდა.
სამშენებლო კომპანია ვალდებულია მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უზრუნველყოს.
აღნიშნული სპორტული მოედნების მოსაწყობად, თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.