წყლის მიწოდება შეიზღუდება

2018-04-26 21:18:49

ქალაქ რუსთავის მარჯვენა სანაპიროს მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

"რუსთავის წყალმა" ქ. რუსთავში, მარჯვენა სანაპიროს მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ლეონიძის ქუჩაზე, მაგისტრალური წყალსადენის 1 კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად განაახლა. სისტემის სტაბილურად ფუნქციონირებისთვის, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი 14 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა. საინვესტიციო პროექტის ჯამური ღირებულება 350 000 ლარია.

კომპანია, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების პირველ ეტაპს, ხვალ, 27 აპრილს განხორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შეასრულებს.

ტექნიკური სამუშაების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 27 აპრილს, საღამოს 21:00 საათიდან, 28 აპრილის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ქ. რუსთავში, ლეონიძის ქუჩას N12-დან 36-ის ჩათვლით.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით. კომპანია „რუსთავის წყალი“ დიკომფორტისთვის ბოდიშს უხდის აბონენტებს და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს. ®