ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია

2018-04-26 17:50:09

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის რუსთავის ოფისში ახალგაზრდული პროგრამებისა და პრიორიტეტების შესახებ შეხვედრა გაიმართა, სადაც  საუბარი იყო როგორც ახალგაზრდობის განვითარების კუთხით მიმდინარე პროექტებზე, ასევე ქალაქში ახალგაზრდობის განვითარების სამომავლო სტრატეგიაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორი გეგი ლიპარტელიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ხაჩიძე და მართვის განყოფილების უფროსი ხატია ბოჭორიძე.
ახალგაზრდული პროგრამების და პრიორიტეტების განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ რუსთაველი ახალგაზრდები, ადგილობრივი, არასამთავრობო, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.