რამდენიმე ქუჩას ელ. ენერგია შეეზღუდება

2018-04-25 23:06:56

კომპანია "ენერგო-პრო" განცხადებას ავრცელებს - "ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აპრილს 10:00-დან 18:00 საათამდე რუსთავში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება მეგობრობის, მშენებელთა, შარტავას, ლომოურის და მიმდებარე ქუჩებზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში."