ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე კონკრეტულად კი სკაუტურ ცენტრთან მოხდა.
ერთმანეთს ჰონდას და აუდის მარკის ავტომობილები დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ჰონდას მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გარე განათების ბოძს შეეჯახა. ნახეთ ვიდეო
ავარიის შედეგად სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ჰონდას ავტომობილში სამმა მგზავრმა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე საპატრული პოლიციაც იყო მობილიზებული.
სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.