ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2018-04-25 18:38:22

ფიროსმანისა და კომუნალების ქუჩის კვეთაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი დაეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ე.წ. "ალდაგის" სამარშრუტო ხაზის მიკროავტობუსი მთავარ გზაზე კონკრეტულად კი ფიროსმანის ქუჩაზე გადაადგილდებოდა რა დროსაც კომუნალების ქუჩიდან მაღალი სიჩქარით მიმავალი "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა.

ავარიის შედეგად მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა და ხეხილის ბაღი შეანგრია.

"მერსედესი"-ს მძღოლი მძიმედ დაშავდა, ის უგონო მდგომარეობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმის განცხადებით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე  სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მცირე დაზიანებები მიიღო კიდევ 2-მა მგზავრმა რომლებიც მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდნენ. ავარიის შედეგად ასევე დაშავდა ე.წ. "ალდაგის" მძღოლიც. გამოკვლევების მიზნით ის  სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღსანიშნავია რომ, შემთხვევის დროს მიკროავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ნახეთ ვიდეო.