რუსთავის №4 სამუსიკო სკოლაში ფესტივალ „სხვა საქართველო სად არის“ შესარჩევი ტური გაიმართა. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა რუსთაველმა მოზარდებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე ქართული სიმღერები შეასრულეს.
შიდა შესარჩევი ტურის მონაწილეებს მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ მოუსმინა და რჩევები მისცა. ღონისძიებას რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, და საკრებულოს წევრებიც ესწრებოდნენ.
ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ ივნისის თვეში მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართება.
პროექტი უკვე მესამე წელია ააიპ "დემოსისა" და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრიის ორგანიზებით იმართება.