რამდენიმე უბანს ელ. ენერგია შეეზღუდა

2018-04-25 10:50:34

კომპანია "ენერგო პრო" განცხადებას ავრცელებს - "ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 აპრილს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, რუსთავში: გაგარინის, გარეჯის, ქაშაკაშვილის, სააკაძის და ბათუმის, 1 მაისის, მშენებელთა, ფიროსმანის, წმ. ნინოს, იოსებიძის, ოდიშარიას და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში."