რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა მიუსაფარი ძაღლი სიკვდილს გადაარჩინეს.
რუსთავში, მე-16 იკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საკანალიზაციო ჭაში მიუსაფარი ძაღლი ჩავარდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ კი დახმარებისთვის ინფო რუსთავს მიმართა.
საინფორმაციო სააგენტომ ფაქტის შესახებ ინფორმაცია რუსთავსერვის ცენტრს მიაწოდა. სამსახურის თანამშრომლებმა ჩვენს მიერ გაგზავნილი შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში მოახდინეს რეაგირება და ძაღლი სიკვდილს გადაარჩინეს.
ადგილზე იმყოფებოდა რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გოროზია, რომელმაც ინფო რუსთავთან საუბრისას განაცხადა, რომ დღის ბოლომდე თავახდილ ჭას ხუფს დააფარებენ, რადგან მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი ფაქტები.