მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-04-23 23:33:13

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 25 – 26 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა 26 აპრილს +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 23 – 25 აპრილს +18, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 26 აპრილს +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 24 აპრილი +22°C, 25 აპრილი +22°C, 26 აპრილი +26°C, 27 აპრილი +27°C.