ჯარიმა მძღოლებისთვის

2018-04-23 22:56:26

მძღოლი, რომელიც ქვეითს ზებრა გადასასვლელზე გზას არ დაუთმობს, 20 ლარით ჯარიმდება. აღნიშნული დარღვევის შემჩნევა და შესაბამისად, დაჯარიმებაც საპატრულო პოლიციას ეკისრება.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა უთმობენ თუ არა ქვეითებს გზას მძღოლები. რუსთაველების დიდი ნაწილი ამბობს რომ ზებრა გადასასვლელზე მძღოლების უმეტესობა ქვეითებს გზას არ უთმობს.

- დარინა მიქაძე "ინფო რუსთავთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეითისთვის გზის დათმობის საკითხი რუსთავში ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა.

- კარგი იქნება "ზებრა" გადასასვლელებზე რომ დამონტაჟდეს კამერები და კამერებით მოხდეს ზედამხედველობა ამგვარ დარღვევებზე. მერე იძულებულები იქნებიამ მძროლები გზა დაუთმონ ქვეითებს და ნაკლებად მოხდება ავტოსაგზაო შემთხვევებიც - განაცხადა მაკა რაზმაძე.

- ფეხით ხშირად დავდივარ და გზაზე გადასვლის დროს მხოლოდ ზებრა გადასასვლელით ვსარგებლობ, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მძღოლები იცავდნენ საგზაო მოძრაობის წესებს. ქვეითებისთვის სპეციალურად გამოყოფილ  გადასასვლელზე იშვიათად თუ დაინახავთ რომ მძღოლები ქვეითებს გზას უთმობდნენ. მე უფრო ხშირად  მიწევს გზის დათმობა მძღოლებისთვის ვიდრე მათ - განაცხადა რუსთავის მცხოვრებმა თინიკო აბულაშვილმ.

- მე ვფიქრობ რომ რუსთავში მძღოლების ნაწილმა შეიძლება არც იცის, რომ ფეხით მოსიარულეს "ზებრა" გადასასვლელზე გზა უნდა დაუთმოს. კარგი იქნება პატრული ურჩ მძროლებს თუ დააჯარიმებს - აცხადებს ჯუმბერ ჭყონია.

საკითხთან დაკავშირებით მძროლების პოზიციაც მოვისმინეთ

- ერთერთი სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი აცხადებს რომ "ზებრაზე" ქვეითს უნდა დაუთმოს გზა, თუმცა საგზაო წესებს ქვეითებიც არღვევენ, როდესაც იქ გადადიან, სადაც მათი გადასვლა არ შეიძლება და ყველაფერი მძღოლს არ უნდა დაბრალდეს - აცხადებს  ნუგზარ კაპანაძე.

- მე მძღოლი ვარ და "ზებრაზე" ყოველთვის ვუთმობ, რადგან ვიცი, რომ მათი გზაა. თანახმა ვარ დაჯარიმდნენ ის მძღოლები რომლებიც არ დაუთმობენ გზას ფეხით მოსიარულეებს - ანგი ზარნაძე.