რუსთავის რამდენიმე უბანს ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი ფალიაშვილის ქუჩაზე მიწისქვეშ დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი რის გამოც მოხდა ავარიული გათიშვა. "დაზიანდა მილი, მიწიდან მაღალი წნევით იფრქვეოდა ბუნებრივი აირი, ამის გამო მოგვიწია რამდენიმე უბნისთვის გაზის მიწოდების შეზღუდვა. სამუშაოებს დავიწყებთ დილიდან და ვეცდებით მაქსიმალურად მოკლე ვადაში ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგეს მოსახლეობას. ჩვენი ვარაუდით ალბათ დღის მეორე ნახევარში მოხდება აღდგენა" - განაცხადა "ინფო რუსთავთან" "სოკარგაზის" რუსთავის სერვისცენტრის მენეჯერმა გელა წერეთელმა.
ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდა VI, VII, VIIა და VIII მიკრო-რაიონებს, ასევე თბილისის, ფალიაშვილის, მელიქიშვილის, ახმეტელის, მეგობრობის და მათ მიმდებარე ქუჩებს.