"საბუნებისმეტყველო მეცნიერებები პრაქტიკაში"

2018-04-23 18:18:16

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში კონფერენცია სახელწოდებით „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ყოფა-ცხოვრებაში“ გაიმართა.

სამეცნიერო კონფერენციაში რუსთავის N12; N16, N6; N7; N21 და თელავის N7 საჯარო სკოლებთან ერთად ისრაელის დელეგაციაც მონაწილეობდა. კერძოდ, დისკუსიაში ისრაელის ქალაქ კირიათ გადის, ზევ მოიმის სახელობის სკოლის დირექტორი სარიტ ორენი, სკოლის სასწავლო ნაწილი ქიმიის მიმართულებით - სოფია ლედერმანი და 7 მოსწავლე იყო ჩართული. ღონისძიების მონაწილეებმა მოხსენებები ქიმიის სწავლების, გარემოს ქიმიური დაბინძურებისა და სხვა თემების შესახებ წარმოადგინეს.

კონფერენცია რუსთავის მე-12 საჯარო სკოლამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩაატარა.

ავტორი: ირმა კურტანიძე