წიგნის საერთაშორისო დღე რუსთავში

2018-04-23 13:07:47

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად რუსთავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნების გამოფენას დაესწრო. როგორც საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელმა თეა ჟვანიამ „ინფო რუსთავთან“ საუბრისას განაცხადა ბიბლიოთეკაში გამოფენილია,როგორც ძველი ასევე ახალი გამოცემების წიგნები.
„დღეს, 23 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით და რა თქმა უნდა  რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებაც გამოეხმაურა ამ  დღესასწაულს. ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მოეწყო წიგნების გამოფენა. ბიბლიოთეკის სხვადასხვა ფილიალებში აღინიშნება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, არის პატარების აქტიური ჩართულობაც. წიგნის და ბიბლიოთეკარის საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით რუსთავში საბიბლიოთეკო კვირეული ჩატარდება.“- განაცხადა თეა ჯვანიამ
შეგახსენებთ, რომ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეუერთდა და უკვე 15 წელია “იუნესკოს” საერთო ქოლგის ქვეშ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე სხადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება ჩვენს ქვეყანაში.
2003 წლიდან კი საქათველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 23 აპრილი წიგნის სექტორის მუშაკთა პროფესიულ დღედ გამოცხადდა.