რუსთავში, კულტურის სახლის საწყობში უნიკალური ფირები აღმოაჩინეს. ფილმი სახელწოდებით "რუსთავი 40" ზუსტად 30 წელია საწყობში ინახებოდა და მის შესახებ უკვე არავის არაფერი ახსოვდა, რომ არა შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ფირი 5 ნაწილისგან შედგება და მასზე ასახულია კონკრეტული ოჯახის ცხოვრება და ასევე ის ვითარება რაც იმ დროისთვის რუსთავში, კერძოდ კი 1988 წელს იყო. ფილმში ასევე მოთხრობილია თუ როგორ აღნიშნეს რუსთავის 40 წლის იუბილე, სად მიმდინარეობდა გრანდიოზული ღონისძიებები და როგორ იყო იმ დროის რუსთავი. ნახეთ ვიდეო.
რუსთავქალაქობა 1988 წლამდე ასეთი მასშტაბებით არ აღუნიშნავთ, ძირითადი ღონისძიებები გაიმართა ქალაქის ახალ შემოსასვლელთან, რუსთავი-თბილისის გზასთან, ფეხბურთის სტადიონზე და იმ უბნებში სადაც ქალაქის განაშენიანება მიმდინარეობდა. ფილმში ნაჩვენებია პატრიარქის ვიზიტი და ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის კურთხევა, მიკრო-რაიონების მშენებლობის პროცესი, ქალაქის და ზოგადად რუსთაველების სამსახურეობრივი, საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრება.
ფირები კულტურის სახლის საწყობის დარჯმა ანგი მაისურაძემ 30 წლის წინ თბილისიდან ჩამოიტანა, ფილმის რეჟისორი - მ. ყიფიანი; სცენარის ავტორი - ნ. ღამბაშიძე; ოპერატორი - დ. ასათიანი; რედაქტორი - ა. ხუჭუა; სურათის დირექტორი - რ. მენთეშაშვილი.